შსს გიგა ბოკერიასა და თენგიზ გუნავას დაკავების ფაქტს არ ადასტურებს

შსს გიგა ბოკერიასა და თენგიზ გუნავას დაკავების ფაქტს არ ადასტურებსშინაგან საქმეთა სამინისტრო დეპუტატების გიგა ბოკერიასა და თენგიზ გუნავას დაკავების ფაქტს არ ადასტურებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ უწყების პრესსამსახურში განუცხადეს.

რაც შეეხება „ევროპული საქართველოს“, „ინტერპრესნიუსს“ პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ გიგა ბოკერია და თენგიზ გუნავა სამართალდამცველებმა გათავისუფლეს. მათივე ინფორმაციით, ლიდერები პარლამენტის წინ აქციის მონაწილეებს შეუერთდებიან. “ევროპული საქართველოს“ ლიდერებსა და პოლიციას შორის სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც პოლიციელებმა სერგო რატიანი და ოთარ კახიძე გააჩერეს და შეამოწმეს, რასაც ხმაური და შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

შეგახსენებთ, ინციდენტის შემდეგ „ინტერპრესნიუსს“ „ევროპული საქართველოში“ განუცხადეს, რომ პოლიციამ დეპუტატები გიგა ბოკერია, თენგიზ გუნავა და მათთან ერთად აქციის სამი აქტივისტი დააკავა.