სისხლიანი დაპირისპირება პანკისის ხეობაში – არიან დაჭრილები, დაღუპულია ერთი ადამიანი

სისხლიანი დაპირისპირება პანკისის ხეობაში - არიან დაჭრილები, დაღუპულია ერთი ადამიანისისხლიანი დაპირისპირება პანკისის ხეობაში – “ნიუპოსტის” ინფორმაციით, დაღუპულია ერთი ადამიანი ხოლო, დაშავებულია რამდენიმე პირი.

მომხდარის შესახებ ადგილობრივები სხვადასხვა ვერსიებზე საუბრობენ. ერთ-ერთით, სოფელ საკობიანოსთან შემთხვევა მანამდე არსებული ე.წ. ქუჩური გარჩევის გაგრძელებაა, ხოლო მეორე ვერსიით, ჰესების მშენებლობის საკითხს უკავშირდება.

როგორც პანკისის უხუცესთა კავშირის წევრმა ხასო ხანგოშვილმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, ორ დაჯგუფებას შორის შეტაკება მოხდა, რომელიც წარსულში არსებულ კონფლიქტს უკავშირდებოდა, მისივე მტკიცებით, არანაირ ჰესების კონფლიქტს მომხდართან კავშირი არ აქვს.

შემთხვევის შედეგად დაშავებულები ახმეტის საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. “ნიუპოსტი” მომხდარის დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.