სომხეთის პარლამენტს ცეცხლი გაუჩნდა

სომხეთის პარლამენტს ცეცხლი გაუჩნდასომხეთის პარლამენტის შენობის სახურავს ცეცხლი გაუჩნდა.

თავდაპირველად ხანძარი სომხეთის საკანონმდებლო ორგანოს შენობის გვერდით მდებარე ხის სახლში გაჩნდა, რის შემდეგაც ცეცხლი ეროვნული ასამბლეის სახურავზეც გავრცელდა.

ხანძრის ჩაქრობას 15-მდე სახანძრო ეკიპაში 2 საათის განმავლობაში ცდილობდა. შემთხვევის შედეგად საცხოვრებელს სახლში მყოფი 70 წლის მამაკაცი მძიმე დაშავდა, ის მძიმე დამწვრობით საავადმყოფოშია გადაყვანილი. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.