სოფიო კილაძე – ”ნაციონალები ადამიანებს ტყავს გააძრობენ, ხელისუფლებაში თუ დაბრუნდნენ”

სოფიო კილაძე - ”ნაციონალები ადამიანებს ტყავს გააძრობენ, ხელისუფლებაში თუ დაბრუნდნენ”თუ ისინი შეძლებენ ხელისუფლებაში დაბრუნებას, ტყავს გააძრობენ ადამიანებს ამ სიტყვის პირდაპირი და ირიბი მნიშვნელობით, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ის “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას პოლიციელთან შელაპარაკებას გამოეხმაურა.

“სამწუხარო იყო ჩემთვის ამ კადრების ნახვა, თუნდაც აღელვებულ სიტუაციაში როგორი დამოკიდებულება აქვთ მათ საკუთარი მოქალაქეების მიმართ. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პროფესიის წარმომადგენელი არის ეს მოქალაქე. ეს არის რეალურად მათი, მთელი “ნაციონალური მოძრაობის” დამოკიდებულება საკუთარ ხალხთან და მგონია, რომ ისინი თუ შეძლებენ ხელისუფლებაში დაბრუნებას, ტყავს გააძრობენ ადამიანებს ამ სიტყვის პირდაპირი და ირიბი მნიშვნელობით,” – განაცხადა სოფიო კილაძემ.

ის ასევე გამოეხმაურა გივი თარგამაძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ კანონის ფარგლებში პროტესტის რადიკალურ ზომებს მიმართავენ.

“გივი თარგამაძისგან, რომელიც სულის ამოხდით ემუქრებოდა ოპოზიციონერებს, არ მიკვირს ამ პათოსის გაგრძელება,” – აღნიშნა სოფიო კილაძემ.

იპნ