სპეცრაზმი პარლამენტთან განთავსებულ კარვებს იღებს

სპეცრაზმი პარლამენტთან განთავსებულ კარვებს იღებსსპეცრაზმი პარლამენტთან განთავსებულ კარვებს იღებს. პარალელურად აქციის მონაწილეები სპეცრაზმის მისამართით სკანდირებენ: „სირცხვილია“, „საქართველო“.

ტრიბუნიდან ისმის აქციის ორგანიზატორების მოწოდებები, რომ სპეცრაზმს წინააღმდეგობა არ გაუწიონ.

რამდენიმე წუთის წინ რუსთაველზე წყლის ჭავლის გამოყენებაც დაიწყო.

პარლამენტის შესასვლელები აქციის მონაწილეებისგან უკვე ცარიელია.

იპნ