თელავში გაზის სადგურზე მანქანა აფეთქდა – 1 ადამიანი დაიღუპა

თელავში გაზის სადგურზე მანქანა აფეთქდა - 1 ადამიანი დაიღუპა8 ნოემბერს თელავში, ალაზნის გამზირზე მდებარე გაზგასამართ სადგურზე მსუბუქი ავტომობილი აფეთქდა. მანქანაში 4 ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთს ბალონის ნამსხვრევი მოხვდა და გარდაიცვალა.
წინასწარი ინფორმაციით, ავტომობილში დამონტაჟებული ბუნებრივი აირის სისტემა გამართული არ იყო.

შემთხვევის ადგილას ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240​ პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი მოჰყვა. დამაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

რეგინფო