თიკა კანდელაკმა დაბადების დღე თბილისსა და მცხეთაში გადაიხადა

რუ­სეთ­ში მცხოვ­რებ­მა წარ­მა­ტე­ბულ­მა ქარ­თველ­მა ჟურ­ნა­ლის­ტმა თინა კან­დე­ლაკ­მა და­ბა­დე­ბის დღე სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­და­ი­ხა­და. თინა თბი­ლის­ში ქმარ-შვილ­თან და მე­გობ­რებ­თან ერ­თად ჩა­მო­ვი­და. მისი გრან­დი­ო­ზუ­ლი და­ბა­დე­ბის დღის ორ­გა­ნი­ზე­ბა კი, ცნო­ბილ­მა ივენთ-მე­ნე­ჯერ­მა თაკო დო­ლა­ბე­რი­ძემ გა­ა­კე­თა. თინა კან­დე­ლაკ­მა სა­კუ­თა­რი იუ­ბი­ლე სხვა­დას­ხვა ლო­კა­ცი­ა­ზე აღ­ნიშ­ნა, სა­დღე­სას­წა­უ­ლო სუფ­რა კი ულა­მა­ზე­სი ყვა­ვი­ლე­ბით ნატო ჭყო­ნი­ამ გა­ა­ფორ­მა.

უფრო დე­ტა­ლუ­რად სკან­და­ლუ­რი ჟურ­ნა­ლის­ტის და ბიზ­ნეს-ვუ­მე­ნის ქარ­თულ ვო­ი­აჟ­ზე AMBEBI.GE-ს თაკო დო­ლა­ბე­რი­ძე ესა­უბ­რა:

– თიკა კან­დე­ლა­კი არის ჩემი მე­გობ­რის თემო დო­ლი­ძის ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რი. რად­გან სა­ქარ­თვე­ლო­ში ყოფ­ნას და­ემ­თხვა მისი და­ბა­დე­ბის დღე, გა­და­წყვი­ტეს სა­კუ­თა­რი იუ­ბი­ლე სწო­რედ აქ გა­და­ე­ხა­და. ამი­ტომ მომ­მარ­თეს მე, შე­ვარ­ჩიე ლო­კა­ცი­ე­ბი და ორ­დღი­ა­ნი პროგ­რა­მაც გა­ვა­კე­თეთ.

მე თვი­თონ შევ­თა­ვა­ზე მათ რეს­ტო­რა­ნი “მა­რა­ნი” ძველ თბი­ლის­ში, რად­გან ხე­დე­ბის ნახ­ვა უნ­დო­დათ, შემ­დეგ წა­ვე­დით მცხე­თა­ში ჯვარ­ზე, იქე­დან რეს­ტო­რან­ში გა­ვემ­გზავ­რეთ, სა­დაც მას­ტერ-კლა­სი ჩა­ტარ­და, პური გა­მო­ა­ცხვეს, ყვე­ლი ამო­იყ­ვა­ნეს, ღვი­ნის დე­გუს­ტა­ცია მოხ­და, სა­ღა­მოს კი თბი­ლის­ში დავ­ბრუნ­დით. ეს ყვე­ლა­ფე­რი რეს­ტო­რან­ში გრან­დი­ო­ზუ­ლი ფე­ირ­ვერ­კით დას­რულ­და. თემო დო­ლი­ძე იყო მისი მას­პინ­ძე­ლი, მისი და­ვა­ლე­ბით მო­ვა­წყეთ ყვე­ლა­ფე­რი, რუ­სე­თი­დან 12 სტუ­მა­რი ჰყავ­და ჩა­მოყ­ვა­ნი­ლი.

– რა მო­თხოვ­ნე­ბი ჰქონ­და კან­დე­ლაკს?
– არაა ამ­ბი­ცი­უ­რი ადა­მი­ა­ნი, შე­სა­ბა­მი­სად არა­ნა­ი­რი მო­თხოვ­ნე­ბი არ ჰქო­ნია. რო­გორც გა­ირ­კვა, მას არ უყ­ვარს და­ბა­დე­ბის დღის გა­დახ­და, მაგ­რამ ვი­ნა­ი­დან მისი იუ­ბი­ლე მის თბი­ლის­ში ყოფ­ნას და­ემ­თხვა, გა­და­წყვი­ტა გა­და­ე­ხა­და. პი­რო­ბა დადო, მო­მა­ვალ­ში ერთი თვითმფრი­ნა­ვით ჩა­მო­ვალ, უფრო ბევრ მე­გო­ბარს ჩა­მო­ვიყ­ვან, ნა­ხონ, სად გა­ვი­ზარ­დეო, რა ქვე­ყა­ნა მაქ­ვსო. მას აქვს რუ­სეთ­ში სა­კუ­თა­რი რეს­ტო­რა­ნი “თი­ნა­თი­ნი”, სა­დაც სტუმ­რებს ქარ­თულ კერ­ძებს სთა­ვა­ზო­ბენ.

– ვა­ჟიც ჰყავ­და ჩა­მოყ­ვა­ნი­ლი…
– ბიჭი ჰყავ­და ჩა­მოყ­ვა­ნი­ლი, გავ­გიჟ­დი დედა-შვი­ლის ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე. მის­მა ვაჟ­მა ისე­თი სი­ტყვე­ბით მი­უ­ლო­ცა დე­დას და­ბა­დე­ბის დღე, ვუ­ყუ­რებ­დი და ვტი­რო­დი. მან მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და დე­დას და უთხრა, ისე­თი შვი­ლი ვიქ­ნე­ბი, რო­გო­რიც შენ გე­კად­რე­ბაო.

– რო­მე­ლი მომ­ღერ­ლე­ბი მღე­როდ­ნენ მის და­ბა­დე­ბის დღე­ზე?
– მღე­რო­და „ქარ­თუ­ლი კვარ­ტე­ტი“, ასე­ვე ლიკა და სა­ლო­მე დო­ლი­ძეების ბენ­დი.

– ქარ­თვე­ლე­ბი­დან ვინ ეს­წრე­ბო­და და­ბა­დე­ბის დღეს?

– ქარ­თვე­ლე­ბი­დან მისი დე­ი­დაშ­ვი­ლე­ბი იყ­ვნენ სტუმ­რად, ცოტა ხნით მო­ვი­და შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც მისი ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რია. უფრო სტუმ­რე­ბის­თვის იყო გა­კე­თე­ბუ­ლი ეს და­ბა­დე­ბის დღე.

ხალ­ხი რო­გორ ხვდე­ბო­და ქუ­ჩა­ში?
– ძა­ლი­ან თბი­ლად და კარ­გად ხვდე­ბო­და ხალ­ხი. მო­დი­ოდ­ნენ და კოც­ნიდ­ნენ, ჩემს თა­ო­ბას კარ­გად ახ­სოვს გო­გო­ნა, რო­მე­ლიც ტე­ლე­ვი­ზი­ით გა­მო­დი­ო­და და ამ­ბობ­და, გა­მარ­ჯო­ბათ, ეს მე­ო­რე არ­ხია, მე თიკა კან­დე­ლა­კი ვარო. ასე რომ, ნოს­ტალ­გი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გვაქვს მის მი­მართ, ეხუ­ტე­ბოდ­ნენ, უხა­რო­დათ და თა­ვა­დაც თბი­ლად ხვდე­ბო­და ყვე­ლას.

ამბები

დატოვეთ თქვენი კომენტარი