“თქვენი საქმე არ არის ამ ვიგინდარას მსახურება” – გიგი უგულავამ აქციაზე სამართალდამცავებს მიმართა

 "თქვენი საქმე არ არის ამ ვიგინდარას მსახურება" - გიგი უგულავამ აქციაზე სამართალდამცავებს მიმართა“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ აქციაზე სამართალდამცავებს მიმართა.

მისი თქმით, პოლიციელის საქმე არ არის ვიგინდარას(ბიძინა ივანიშვილის) მსახურება.

“რიგით პოლიციელებს მინდა მივმართო, თქვენი საქმე არ არის ამ ვიგინდარას მსახურება. თქვენი ამოცანაა კანონის მსახურებაა, ან ემსახურებით კანონს ან მიგატოვებთ ეს ვიგინდარა და დარჩებით მარტო გაშიშვლებული კანონის წინაშე” – განაცხადა გიგი უგულავამ.