“თუ ვინმეს რამის თავი აქვს, გამოვიდეს, ტლიკინს თავი დაანებოს… როცა ოპოზიცია გარეთ არის და აკრიტიკებ, მიმიფურთხებია ასეთი მხარდაჭერისთვის” – ნიკა მელია

"თუ ვინმეს რამის თავი აქვს, გამოვიდეს, ტლიკინს თავი დაანებოს... როცა ოპოზიცია გარეთ არის და აკრიტიკებ, მიმიფურთხებია ასეთი მხარდაჭერისთვის" - ნიკა მელია“ნაციონაური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე და ოპოზიციის ლიდერი ნიკა მელია პარლამენტთან მიმდინარე აქციას ეხმაურება და იმ ადამიანებს აკრიტიკებს ვინც, ოპოზიციას უმოქმედობაში ადანაშაულებს.

“ბრძოლა უნდა იყოს ბოლომდე და არცერთი ნაბიჯით უკან არ უნდა დავიხიოთ, რაც არ უნდა ილაპარაკონ ვიღაცა პოლიტიკოსებმა და ჟურნალისტებმა, რომ ოპოზიცია არაფერს არ აკეთებს, არ უნდა მივაქციოთ ყურადღება იქნება ბრძოლა, თუკი ვინმეს ბრძოლა უნდა გამოვა გარეთ და იბრძოლებს და არა ის, რომ 2030 წლამდე იქნება ბიძინა ივანიშვილი… არასოდეს ამ ქვეყანას არ ყოლია ასეთი ველური მმართველი. ჩემი ოჯახის წევრიც, რომ იყოს პირველივე დღეს, როდესაც ოპოზიცია არის გამოსული და მათი კრიტიკით არის დაკავებული, მიმიფურთხებია ასეთი მხარდაჭერისთვის და თუ რამის თავი აქვს გამოვიდეს და ტლიკინს თავი დაანებოს, მიხვდება მიმხვედრი. ამიტომ ეს არის ეროვნული ღირსების საკითხი, ეს არის ეროვნული პროტესტი, რომელმაც უნდა წალეკოს ივანიშვილის საბჭოთა ოლიგარქის მმართველობა, ასეთი ველური მმართველი საქართველოს არ ყოლია არც დაძაბუნებული ედუარდ შევარდნაძის დროს და არც წინა ხელისუფლება, რომელიც მზად იყო არჩევნებით ან მოეგო ან წაეგო, როცა წააგო კიდევ დათმო. ეს ადამიანი არ არის ამისთვის მზად, ამიტომ ერთმანეთისთვის ჭკუის სწავლებას თავი დავანებოთ და ბრძოლის არაქათში ჩავდგეთ, ამ ხალხს ხელს ვერ გადაუგრიხავს ბიძინა ივანიშვილი ეს არის უტიფრობა, ამას არავინ არ აპატიებს და მოუწევს გადავლა ამ ხალხისთვის, ამის იქით აღარ არსებობს ღირსება, ან გაქვს ან გეკარგება. არამარტო კალაძე გვიწუნებს რიტორიკას, მარტო ეგ, რომ იყოს რა გვიჭირს. არ არის გასაკვირი, იგივეს ამბობს და იგივეს იტყვის ეგ არის ადამიანი, რომელიც ჩემი საქმე არ არის მაგრამ, როდესაც ინტელექტის დაცლილია” – განაცხადა ნიკა მელიამ.