ტომას ტუჰელმა ბაიერნს უარი უთხრა

ტომას ტუჰელმა ბაიერნს უარი უთხრამიუნხენის ბაიერნი დროებით მწვრთნელის გარეშეა, მას შემდეგ რაც ნიკო კოვაჩი თანამდებობიდან გაანთავისუფლეს. ბაიერნმა უკვე რამდენიმე სპეციალისტს შესთავაზა ვაკანტური თანამდებობა და ერთ-ერთი მათგანი ტომას ტუჰელია, რომელიც ამჟამად პსჟ-ს უდგას სათავეში.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ტუჰელმა უარი განაცხადა, რადგან ადრე ის დორტმუნდის ბორუსიაში მუშაობდა, რომელიც ბაიერნის პრინციპული მეტოქეა. ბაიერნი ჟოზე მოურინიოს კანდიდატურასაც განიხილავს, თუმცა ამ უკანასკნელს ეს არ დაუდასტურებია.