ტრაილერი პიკაპს დაეჯახა – რა მოხდა ცენტრალურ მაგისტრალზე

ტრაილერი პიკაპს დაეჯახა - რა მოხდა ცენტრალურ მაგისტრალზეავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ცოტა ხნის წინ, ცენტრალურ მაგისტრალზე. მომხდარ ავარიაში სამი ავტომობილი ფიგურირებს.

თვითმხილველთა თქმით, ტრაილერი პიკაპის ავტომობილს შეეჯახა, შემთხვევაში ასევე, ფიგურირებს “კიას” მარკის მსუბუქი ავტომობილის.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ პიკაპით სამართალდამცავები გადაადგილდებოდნენ, თუმცა ამ ფაქტს შსს არ ადასტურებს.

უწყებამ გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

უცნობია რამდენი ადამიანია დაშავებული. ისინი ახლომდებარე კლინიკაში გადაიყვანეს.

ავარიამ ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრაობა გაართულა და საცობი შექმნა.