წალენჯიხაში სატვირთო ავტომანქანა ხრამში გადაიჩეხა – 1 ადამიანი დაიღუპა, 4 დაშავდა

წალენჯიხაში სატვირთო ავტომანქანა ხრამში გადაიჩეხა - 1 ადამიანი დაიღუპა, 4 დაშავდაწალენჯიხის სოფელ ფოცხო ეწერში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ოთხი კი დაშავდა. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” წალენჯიხის მერმა ბესიკ ფარცვანიამ განუცხადა.

მისივე თქმით, გარდაცვლილი შუახნის მამაკაცია.

სატვირთო ავტომანქანა ხრამში გადაიჩეხა. მანქანა, რომელიც მუჟავის ტყიდან გამოდიოდა, ხის მორებით იყო დატვირთული.

რაც შეეხება დაშავებულებს, მერის ინფორმაციით, ერთი ზუგდიდის საავადმყოფოშია გადაყვანილი, ხოლო დანარჩენებს სამადიცინო დახმარება არ დასჭირდათ. ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც ზუგდიდის საავადმყოფოშია მოთავსებული, შესაბამისი კვლევები უტარდება.

მედიკოსების ცნობით, მის სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება.

იპნ