ცხინვალში ქართველ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს

ცხინვალში ქართველ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდესოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 9 ნოემბერს გატაცებულ ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს, ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

მას დე ფაქტო სამართალდამცავი სტრუქტურა ე.წ. საზღვრის კვეთას ედავება.

ვაჟა გაფრინდაშვილისთვის ორთვიანი პატიმრობის შეფარდების ფაქტს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც ადასტურებს.

“აღნიშნულთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და მიმდინარეობს მუშაობა მის გასათავისუფლებლად”, – აცხადებენ სუსში.

ნიუპოსტი