წყალტუბოში მანქანა ახალგაზრდა ქალს დაეჯახა – ქალი ადგილზე დაიღუპა

წყალტუბოში მანქანა ახალგაზრდა ქალს დაეჯახა - ქალი ადგილზე დაიღუპაწყალტუბოში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ქვეითად მოსიარულე ახალგაზრდა ქალს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. ის ადგილზე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.