“უახლოეს დღეებში გამოჩნდება” – აკაკი ზოიძე უმრავლესობის დატოვებისგან თავს იკავებს

"უახლოეს დღეებში გამოჩნდება" - აკაკი ზოიძე უმრავლესობის დატოვებისგან თავს იკავებსპარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკური პროცესები ნორმალურ კალაპოტში არ გადავიდა ის უმრავლესობას დატოვებს.

“ჩემი გადაწყვეტილება რაც იყო, რჩება ძალაში. დაპირისპირებისა და პოლარიზაციის პოლიტიკაში ჩემი ადგილი არ არის. დღეს უმრავლესობამ და ჩვენმა გუნდმა არ გაიზიარა ის შეთავაზება, რაც მე მქონდა, სამწუხაროა, რომ რეალურად ეს ნაბიჯი არ გადაიდგმება. რაც შეეხება მომავალს, ვხედავ, რომ გარკვეული რესურსი დარჩენილია პოლიტიკური პროცესების ნორმალურ კალაპოტში გადაყვანის, რაც გამოჩნდება უახლოეს დღეებში, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემი გადაწყვეტილებაც გითხარიცა, არანაირი გარანტია არავისგან არ მიმიღია” – განაცხადა აკაკი ზოიძემ.