უსმან დემბელე კვლავ ტრავმირებულია

უსმან დემბელე კვლავ ტრავმირებულიაბარსელონას ფრანგი შემტევი უსმან დემბელე კვლავ ტრავმირებულია და და ის სავარაუდოდ ერთი კვირა იუქმებს. სწორედ ამ მიზეზის გამო უსმანმა გამოტოვა ლევანტესთან მატჩი, სადაც ის განაცხადშიც არ იყო. უსმან დემბელე საკმაოდ ხშირად იღებს ტრავმებს და ბარსელონასთვის ეს უკვე სერიოზულ პრობლემად იქცა, რადგან ამ მიზეზის გამო დემბელე ვერ აჩვენებს იმ თამაშს, რასაც მისგან ელის გულშემატკივარი.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია რომ ხშირი ტრავმიანობის გამო შეიძლება ბარსელონამ დემბელე გაყიდოს კიდეც, თუ რომელიმე გუნდისგან სარფიან წინადადებას მიიღებს.