ვირჯილ ვან დეიკი: ”ოქროს ბურთი მცველმაც უნდა მოიგოს”

ვირჯილ ვან დეიკი: ”ოქროს ბურთი მცველმაც უნდა მოიგოს”ლივერპულის ცენტრალურმა მცველმა ვირჯილ ვან დეიკმა ოქროს ბურთის ჯილდოზე ისაუბრა და თქვა რომ დროა ის მცველმაც მოიგოს. ტრადიციულად ოქროს ბურთის მფლობელები შემტევი ფეხბურთელები ხდებიან ხოლმე და ვან დეიკის აზრით ეს ტრადიცია შეიცვლება:

”ვფიქრობ საუკეთესო ფეხბურთელი შეიძლება მცველიც იყოს და ამაში უცნაურს არაფერს ვხედავ. ზოგადად უპირატესობა შემტევებს ენიჭებათ, მაგრამ შესაძლოა ესეც შეიცვალოს”. ვან დეიკი 2019 წელს ოქროს ბურთის მოგების მთავარ კანდიდატად ითვლება. გამარჯვებული დეკემბერში გამოვლინდება.