ზესტაფონში პატრული დაიღუპა

ზესტაფონში პატრული დაიღუპაზესტაფონში ავტომანქანა საპატრულო პოლიციის თანამშრომელს დაეჯახა, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომელი საპატრულო მანქანიდან გადმოდიოდა, როდესაც მას მანქანა დაეჯახა.

პოლიციელს მრავლობითი ღია და დახურული სახის მოტეხილობები აღენიშნებოდა. ის კლინიკა “ფერომედში” გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა პოლიციელის გადარჩენა ვერ შეძლეს.

არსებული ინფორმაციით, მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და სამძებრო სამუშაოები გრძელდება. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე და მეექვსე ქვეპუნქტებით.