ჟერარ პიკე: ”ბარსელონამ თამაშის ხარისხი უნდა გამოასწოროს”

ჟერარ პიკე: ”ბარსელონამ თამაშის ხარისხი უნდა გამოასწოროს”ბარსელონას ცენტრალურმა მცველმა ჟერარ პიკემ თავის თავზე და ბარსელონას თამაშზე ისაუბრა. პიკეს აზრით ის მსოფლიოში საუკეთესო მცველების ხუთეულში შედის. პიკემ ასევე ხაზი გაუსვა იმას რომ ბარსელონას უკეთესი თამაში მოეთხოვება, რასაც მისგან ელის გულშემატკივარი:

”ვფიქრობ, მხოლოდ გამარჯვება საკმარისი არ არის და ჩვენგან ლამაზ თამაშს ელიან. თუ გულშემატკივარს სიამოვნება ვერ მივანიჭეთ, ეს ნიშნავს რომ თამაშის ხარისხი უნდა გავაუმჯობესოთ. გასულ სეზონში ბევრი შეცდომა დავუშვით და მსგავსი რამ არ უნდა გავიმეოროთ”.