ჟერარ პიკე: ”კლასიკო არ უნდა გადადებულიყო”

ჟერარ პიკე: ”კლასიკო არ უნდა გადადებულიყო”ბარსელონას მცველმა ჟერარ პიკემ გადადებულ ელ-კლასიკოზე ისაუბრა და თქვა რომ ამის აუცილებლობა არ იყო. პიკეს აზრით ზოგჯერ პრობლემას ზედმეტად ამუქებენ და სინამდვილეში ეს პრობლემა არ არსებობს:

”არ მესმის რატომ გადაიტანეს რეალთან მატჩი. ვფიქრობ არაფერი განსაკუთრებული არ მოხდებოდა, უბრალოდ ზოგჯერ ვამუქებთ პრობლემებს, რომლებიც არ არის. გულშემატკივარმა შესანიშნავი მატჩის ნახვა ვერ მოახერხა”.

ბარსელონა-რეალის დაპირისპირება პოლიტიკური მიზეზების გამო გადაიდო და ის 18 დეკემბერს ჩატარდება.