ჟოზე მოურინიო: ”ჩემი ფეხბურთელების ბოლომდე მჯეროდა”

ჟოზე მოურინიო: ”ჩემი ფეხბურთელების ბოლომდე მჯეროდა”ტოტენჰემმა საკუთარ მოედანზე ოლიმპიაკოსი მიიღო და დაამარცხა ანგარიშით 4:2, მაგრამ პირველ ტაიმში მოურინიოს შეგირდები 0:2-ს აგებდნენ. ჟოზემ განაცხადა რომ მას სჯეროდა თავისი შეგირდების და იცოდა რომ ისინი შეძლებდნენ გამარჯვების მოპოვებას:

”ძალიან რთულ შეხვედრაში შევძელით მოგება და ეს გამარჯვება ჩვენ თავდაჯერებულობას მოგვიტანს. მინდა ყველა ჩემ ფეხბურთელს მადლობა გადავუხადო და მათთან ერთად წინ ბევრი კარგი რამ გველის”. მოურინიო ტოტენჰემის მწვრთნელი ერთი კვირის წინ გახდა და უკვე 2 შეხვედრა მოიგო.