ჟოზე მოურინიო: ”ფეხბურთი მომენატრა”

ჟოზე მოურინიო: ”ფეხბურთი მომენატრა”ტოტენჰემის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა რომ ფეხბურთის გარეშე ის მოწყენილი იყო და ძალინ უხარია რომ სამუშაოს დაუბრუნდა. მოურინიოს თქმით ტოტენჰემი ძალიან პერსპექტიული გუნდია, რომელსაც შეუძლია ბევრს მიაღწიოს:

”როდესაც ფეხბურთს თვალს შორიდან ვადევნებდი ეს ძალიან მაღიზიანებდა, რადგან მინდოდა რომ მოედანთან ახლოს ვყოფილიყავი. ფეხბურთი მენატრებოდა და მიხარია რომ ჩემს საქმიანობას დავუბრუნდი. ტოტენჰემი ძლიერი გუნდია და ჩვენ მხოლოდ მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ”.