ჟოზე მოურინიო ტოტენჰემის მწვრთნელი გახდა

ჟოზე მოურინიო ტოტენჰემის მწვრთნელი გახდალონდონის ტოტენჰემს ახალი მწვრთნელი ჰყავს და ეს თვით ჟოზე მოურინიოა, რომელიც 11 თვის შემდეგ ინგლისურ ფეხბურთში დაბრუნდა. ტოტენჰემმა ცუდი შედეგების გამო მაურისიო პოჩეტინო გაანთავისუფლა და მოურინიომ მისი ადგილი დაიკავა. ჟოზემ უკვე მოაწერა 4 წლიან კონტრაქტს ხელი, რომლის მიხედვითაც მისი წლიური ანაზღაურება 15 მილიონი ევრო იქნება.

შეგახსენებთ რომ მოურინიოს ბოლო გუნდი მანჩესტერ იუნაიტედი იყო, რომელსაც ჟოზე სულ მალე დაუპირისპირდება, რადგან 5 დეკემბერს ტოტენჰემი სწორედ ამ გუნდთან გამართავს შეხვედრას.