ზლატანი ამერიკელებს: ”ახლა შეგიძლიათ ბეისბოლს უყუროთ”

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა დაადასტურა ის ფაქტი რომ დეკემბრის ბოლოს ის ლოს ანჯელეს გელექსის დატოვებს. ზლატანმა ამ მოვლენას საკმაოდ სასაცილო ტვიტი მიუძღვნა:

”მივედი, ვნახე, გავიმარჯვე. მადლობა ლოს ანჯელეს გელექსის რომ ისევ ცოცხლად მაგრძნობინა თავი. თქვენ გინდოდათ ზლატანი, თქვენ მიიღეთ ზლატანი, ახლა კი შეგიძლიათ ისევ ბეისბოლს უყუროთ”.

იბრაჰიმოვიჩს არ დაუკონკრეტებია, თუ სად სურს კარიერის გაგრძელება, მაგრამ მან თქვა რომ ის აუცილებლად ევროპაში დაბრუნდება. მისი ბოლო ევროპული გუნდი მანჩესტერ იუნაიტედი იყო.

დატოვეთ თქვენი კომენტარი