ზუგდიდში მანქანა ჭიშკარს შეეჯახა – 1 ადამიანი დაიღუპა

ზუგდიდში მანქანა ჭიშკარს შეეჯახა - 1 ადამიანი დაიღუპაზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

როგორც „ინტერპრესნიუსს” სოფლის რწმუნებულმა ბადრი დარასელიამ განუცხადა, გარდაცვლილი ჭითაწყარის მკვიდრი 45 წლამდე მამაკაცია. მისივე ინფორმაციით, ავტომობილი სავალი ნაწილიდან გადავიდა და ჭიშკარს შეეჯახა, რის შედეგადაც აალდა. ავტომობილში ერთი ადამიანი იმყოფებოდა, რომელიც ადგილზე დაიღუპა.

შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.