ზვიად გამსახურდია 5 ქართველ პრეზიდენტს შორის პირველ ადგილზეა – ედუარდ შევარდნაძე ბოლო ადგილზეა

ზვიად გამსახურდია 5 ქართველ პრეზიდენტს შორის პირველ ადგილზეა - ედუარდ შევარდნაძე ბოლო ადგილზეატელეკომპანია „ფორმულის“ დაკვეთით ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის „ედისონ რისერჩის“ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, საქართველოს ყოფილი და მოქმედი პრეზიდენტების დადებით შეფასებაში პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია ლიდერობს.

შეკითხვაზე, როგორ შეაფასებთ საქართველოს ყოფილი და ამჟამინდელი პრეზიდენტების საქმიანობას? მოსახლეობა ასე პასუხობს:

ზვიად გამსახურდია: 77% – დადებითი; 23% – უარყოფითი;

გიორგი მარგველაშვილი: 59% – დადებითი; 41% – უარყოფითი;

მიხეილ სააკაშვილი: 57% – დადებითი; 43% – უარყოფითი;

სალომე ზურაბიშვილი: 30% – დადებითი; 70% – უარყოფითი;

ედუარდ შევარდნაძე: 28% – დადებითი; 72% – უარყოფითი.

მეთოდოლოგია

„ედისონ რისერჩმა“ კვლევა 12 ნოემბრიდან 23 ნოემბრის ჩათვლით აწარმოა. კვლევაში მონაწილეობა მიიღო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონის მოსახლეობის გარდა საქართველოს ყველა რეგიონში მცხოვრებმა 2000-მა ადამიანმა. არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლების მქონე რესპონდენტები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით იქნენ არჩეულნი. შესაძლო ცდომილება 2.2%-ია, 95%-იანი სანდოობის დონისთვის.

რადიო თავისუფლება