ადვოკატი მამუკა შაქარაშვილი თბილისის პოლიციის თანამშრომლებმა სცემეს, ამის შესახებ, თავად შაქარაშვილმა “ინფო რუსთავთან” საუბარში განაცხადა.
სახლში დაბრუნებულ ადვოკატს ბინაში სამართალდამცავები დახვდნენ, რომლებიც საცხოვრებელს ჩხრეკდნენ.
უფლებადამცველების თქმით, შაქარაშვილს პოლიციელებმა არ განუმარტეს, თუ რას ემსახურებოდა საგამოძიებო მოქმედებები და არც ჩხრეკის ორდენი წარუდგინეს.
ადვოკატს შელაპარაკება მოუვიდა სამართალდამცავებთან.
“მას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, დააბეს, ასევე იძალადეს როგორც მასზე, ასევე მის ოჯახის წევრებზე, ცემის შედეგად გახდა უძლური, გამოიძახეს სასწრაფო, რომელმაც გადმოიყვანა საავადმყოფოში”, – განაცხადა ადვოკატმა ემზარ საბანაძემ.
შსს-ში “ინფო რუსთავს” განუცხადეს, რომ მაქარაშვილი არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მითითებას, რის შემდეგაც ადმინისტრაციული წესით დააკავეს და მალევე გაათავისუფლეს.
ალეკო კობაიძე, რომელიც მამუკა მაქარაშვილის ადვოკატია, “ინფო რუსთავთან” აცხადებს რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამ დროისთვის მკურნალობას “კლინიკა რუსთავში” გადის.

