ამერიკელმა მეზღვაურმა 2 ადამიანი მოკლა და მერე თავი მოიკლა

ამერიკელმა მეზღვაურმა 2 ადამიანი მოკლა და მერე თავი მოიკლაპერლ ჰარბორის ბაზაზე ამერიკელმა მეზღვაურმა 2 ადამიანი მოკლა და 1 დაჭრა.

ამის შემდეგ მან თავი მოიკლა.

ინციდენტი ადგილობრივი დროით 2:30-ზე მოხდა.

მომხდარის მოტივი ჯერ უცნობია. თავდაცვის დეპარტამენტი თავდამსხმელის ვინაობას და მოტივს არ ასახელებს. ინციდენტის შემდეგ ბაზა ცოტა ხნით დაკეტილი იყო.