ანჩელოტიმ ევერტონში სადებიუტო მატჩი მოიგო

ანჩელოტიმ ევერტონში სადებიუტო მატჩი მოიგოკარლო ანჩელოტიმ ევერტონში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა და მისმა გუნდმა ბარნლი დაამარცხა საკუთარ მოედანზე, ანგარიშით 1:0. ანჩელოტიმ მატჩის შემდეგ განაცხადა რომ მისმა გუნდმა კარგი შეხვედრა ჩაატარა და გამარჯვება დაიმსახურა:

”ევერტონში ძალიან კარგი ატმოსფეროა და გუნდი ერთი ოჯახივით არის, რაც ბუნებრივია მოედანზეც აისახება. ბარნლისთან მატჩით კმაყოფილი და ჩვენ შედეგს მივაღწიეთ, მაგრამ სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია”.

ანჩელოტიმ ევერტონი რამდენიმე დღის წინ ჩაიბარა და მასთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.