აფხაზეთში გენპროკურორი ზურაბ აჩბა, მისი მოადგილე ეშსოუ კაკალია და შს მინისტრი გარი არშბა მოხსნეს

აფხაზეთში გენპროკურორი ზურაბ აჩბა, მისი მოადგილე ეშსოუ კაკალია და შს მინისტრი გარი არშბა მოხსნესაფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა ე.წ. გენერალური პროკურორი ზურაბ აჩბა თანამდებობიდან გაათავისუფლა. არსებული ინფორმაციით, აჩბას გათავისუფლება მის პირად განცხადებას უკავშირდება.

თუმცა, დღეს ცნობილი გახდა, რომ დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ მანამდე თანამდებობა დაატოვებინა ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრს გარი არშბას, რისი მიზეზიც რამდენიმე დღის წინ სოხუმში ე.წ. კანონიერი ქურდების მკვლელობა, ხუთი ადამიანის დაჭრა და ერთი გატაცების ფაქტი გახდა.

დღესვე, თანამდებობის გარეშე დარჩა ე.წ. გენერალური პროკურორის მოადგილე ეშსოუ კაკალია.

დე ფაქტო პარლამენტის წევრთა თქმით, სამართალდამცავებმა არაფერი იღონეს დანაშაულებების გამოსაძიებლად და დამნაშავეებს საშუალება მისცეს, თავი აერიდებინათ პასუხისმგებლობისთვის.

იპნ