არბი ქავთარაშვილს და რუსლან ხანგოშვილს პატიმრობა შეეფარდათ

არბი ქავთარაშვილს და რუსლან ხანგოშვილს პატიმრობა შეეფარდათპანკისის ხეობაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ არბი ქავთარაშვილს და რუსლან ხანგოშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

თელავის რაიონულ სასამართლოს მოსამართლე მამუკა წიკლაურმა სრულად გაითვალისწინა სახელმწიფო ბრალდების მოთხოვნა და ორივე დაკავებული პატიმრობაში დატოვა.

ადვოკატი არბი ქავთარაშვილისა და რამაზ ხანგოშვილის მიმალვის და მტკიცებულებების განადგურების ნაწილში პროკურორს არ დაეთანხმა.

პროცესს ორივე ბრალდებული ესწრებოდა, სადაც დაკავებულმა არბი ქავთარაშვილმა განაცხადა, რომ წარდგენილ ბრალდებას ეთანხმება და თავს დამნაშავედ სცნობს.

“ჩემს მიმართ წარდგენილ ბრალდებას სრულად ვეთანხმები და თავს დამნაშავედ ვცნობ”, – აღნიშა ქავთარაშვილმა.

მომდევნო სასამართლო სხდომა 22 იანვარს, 13:00 საათზე დაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ პანკისის ხეობაში დაპირისპირება 27 ნოემბერს მოხდა. ორმხრივი სროლის შედეგად 37 წლის ვისო მუთოშვილი გარდაიცვალა, ორი მამაკაცი კი მძიმედ დაიჭრა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლების კვალიფიკაციით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

იპნ