არჩილ თალაკვაძე – “ჩვენ მზად ვართ საარჩევნო კანონმდებლობაზე სალაპარაკოდ ოპოზიციასთან“

არჩილ თალაკვაძე - "ჩვენ მზად ვართ საარჩევნო კანონმდებლობაზე სალაპარაკოდ ოპოზიციასთან“„ჩვენ დავიწყეთ საუბარი „გერმანულ მოდელთან“ დაკავშირებით, ნათელია პოზიციები და ელჩებმაც დაინახეს, თუ რა სერიოზული არგუმენტაცია არსებობს – ეს რეალურად საჭიროებს საკონსტიტუციო ცვლილებას“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით უცხოელი პარტნიორებისა და ეუთოს რეკომენდაციების შესახებ კომენტირებისას განუცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საუბარი გაგრძელდეს სხვა შესაძლებლობებზე, რომლებიც 2020 წლის არჩევნების უფრო კონკურენტულ, გამჭვირვალე და თავისუფალი გარემოს შექმნას ეხება.

„ჩვენ უკვე დავსხედით მაგიდასთან და ვსაუბრობთ ოპოზიციასთან. როგორც ნახეთ წინა ფორმატში წარმოდგენილი იყო საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია, ასევე სხვადასხვა მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარეები, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და ვენეციის კომისია.

ჩვენ დავიწყეთ საუბარი „გერმანულ მოდელთან“ დაკავშირებით, ნათელია პოზიციები და ელჩებმაც დაინახეს, თუ რა სერიოზული არგუმენტაცია არსებობს, ეს რეალურად საჭიროებს საკონსტიტუციო ცვლილებას. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ გავაგრძელოთ საუბარი სხვა შესაძლებლობებზე.

ეს სხვა შესაძლებლობები ეხება 2020 წლის არჩევნების ჩატარებისას უფრო კონკურენტული, უფრო გამჭირვალე და უფრო თავისუფალი გარემოს შექმნას. ჩვენ მზად ვართ საარჩევნო კანონმდებლობაზე სალაპარაკოდ ოპოზიციასთან“, – განაცხადა თალაკვაძემ.