არჩილ თალაკვაძემ 9 ტონა თხილის ნაჭუჭი მიითვისა

პარლამენტის თავმჯდომარე სკანდალში ეხვევა – ოზურგეთელ რაგბისტებს ორწლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება – მიითვისა თუ არა არჩილ თალაკვაძემ 9 ტონა თხილის ნაჭუჭი

ოზურგეთის სარაგბო კლუბი “არწივები” გაფიცულია, კლუბის ხელმძღვანელობას, რომლის პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეა, რაგბისტები ბოიკოტს უცხადებენ და სათამაშოდ გასვლაზე უარს აცხადებენ.

რის გამოც “არწივებს” ერთი თამაში უკვე გაუცდათ, გასულ შაბათს ოზურგეთელები, მასპინძლის რანგში ‘დევებთან” სათამაშოდ არ გამოცხადდნენ და 0-30 წაგება ჩაეთვალათ, “არწივებს” ასევე დააკლდათ ჯარიმის სახით სამი ქულა.

რაგბის ფედერაციის მოქმედი დებულების თანახმად. მეორედ გაცდენის შემთხვევაში. ანუ თუ კლუბი მიმდინარე შაბათს, 15 დეკემბერს, ახალციხეში, ადგილობრივ “ტაოსთან” სათამაშოდ არ ჩავა, ის გათამაშებიდან მოიხსნება და ორი წლით აეკრძალება ასპარეზობა.

რაგბისტები ხელმძღვანელობას თანხების არამიზნობრივად გადანაწილებაში და კლუბისათვის განკუთვნილი ინვენტარის მითვისებაში ადანაშაულებენ.

გარდა ფინანსების მითვისებისა, როგორც “გურიის მოამბეს” გვეუბნებიან, კატასტროფული მდგომარეობაა სხვა მიმართულებითაც.

მაგალითად ერთ ერთ აფთიაქთან გაფორმებული ხელშეკრულებით, აფთიაქს კლუბი, სპორტსმენებისათვის აუცილებელი მედიკამენტებითა და ატრიბუტებით უნდა მოემარაგებინა, თუმცა ნაცვლად აუცილებელი მედიკამენტებისა ასეულობით ლარი დახარჯულია ხელმძღვანელების მეორე ნახევრებისათვის კოსმეტიკური საშუალებების შესაძენად.

ასევე რაგბისტებისათვის გათბობის უზრუმველყოფის მიზნით შეძენილი 10 ტონა თხილის ნაჭუჭიდან კლუბს მხოლოდ ერთი ტონა მოხმარდა-დანარჩენი 9 ტონა ნაჭუჭი კი ხელმძღვანელებმა მიითვისეს და ასე შემდეგ.

გაფიცულები აცხადებენ რომ სანამ კლუბის დირექტორი თენგიზ კალანდაძე არ გადადგება, მანამ არ დაბრუნდებიან მინდორზე, თავად თენგიზ კალანდაძე კი გადადგომას არ აპირებს.

გავრცელებული ინფორმაციით მის უკან “არწივების” პრეზიდენტი არჩილ თალაკვაძე დგას.

ოზურგეთის სარაგბო კლუბის გადარჩენამდე სულ რარაც ორი დღე დარცა, თუ პრობლემა არ მოგვარდა ოზურგეთის პირველ ლიგას ხოლო გურია რაგბს ორი წლით დაემშვიდობება.

გურიის მოამბე