ავარია შავშვებთან – 2 ადამიანი დაიღუპა

ავარია შავშვებთან - 2 ადამიანი დაიღუპაგორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვებთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, ორივე დაღუპული ქვეითად მოსიარულე იყო.

არსებული ინფორმაციით, მომხდარის შედეგად კიდევ ერთი ადამიანი დაშავდა.

როგორც “ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 პუნქტით მიმდინარეობს.