აზარმა შესაძლოა ელ-კლასიკო გამოტოვოს

აზარმა შესაძლოა ელ-კლასიკო გამოტოვოსმადრიდის რეალის ბელგიელმა ნახევარმცველმა ედენ აზარმა შესაძლოა ელ-კლასიკო გამოტოვოს, რადგან მისი ტრავმა უფრო სერიოზული გამოდგა, ვიდრე თავიდან ფიქრობდნენ. აზარს კუნთის დაზიანება აქვს და ეს ტრავმა მას ადრეც აწუხებდა და ამიტომ მან შესაძლოა სამი კვირა გამოტოვოს, ხოლო ბარსელონასთან შეხვედრა კი 18 დეკემბერს გაიმართება.

აზარის გარდა ასევე საეჭვოა ბრაზილიელი მცველის მარსელოს თამაში, რომელსაც ასევე კუნთის ტრავმა აწუხებს. ამ ორი ფეხბურთელის გარეშე რეალი ბუნებრივია დასუსტდება.