ბაჩუკი ქარდავა – ”ივანიშვილს მაინც მოუწევს წასვლა… უარს არ ვიტყვით ქუჩის პროტესტზე!”

ბაჩუკი ქარდავა - ''ივანიშვილს მაინც მოუწევს წასვლა... უარს არ ვიტყვით ქუჩის პროტესტზე!''“ეროვნულ დემოკრატიული პარტიის” ლიდერი ბაჩუკი ქარდავა დარწმუნებულია, რომ “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით დათმობაზე წასვლა მაინც მოუწევს.ფართო ოპოზიციური შეკრების დაწყების წინ, ქარდავამ ხელისუფლების ორ გზაზე ისაუბრა, რომელიც საბოლოო ჯამში ქვეყანაში სამართლიანი არჩევნების ჩატარებით უნდა დასრულდეს.

ედპ-ს ლიდერი ამბობს, რომ ქართველი ხალხის მიერ გამოხარტული არჩევანი პირდაპირპროპორციულად უნდა აისახოს პარლამენტში.

“ოპოზიციამ რაც კი შეიძლებოდა ყველაფერი შესთავაზა ხელისუფლებას. ჩვენი მთავარი მოთხოვნა იყო პროპორციული სისტემა. ალტერნატივად ჩვენ შევთავაზეთ ე.წ. გერმანული მოდელი. ახლა დანარჩენი მათი გადასაწყვეტია. დღეს, ჩვენ მოვისმენთ ოპოზიციისგან დელეგირებული ადამიანების მხრიდან მოლაპარაკებების შედეგებს თუ რაზე ისაუბრეს გუშინ 3 საათის განმავლობაში.

მთავარი ამოცანაა ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები და ქართველი ხალხის მიერ გამოხარტული არჩევანი პირდაპირპროპორციულად აისახოს პარლამენტის შემადგენლობაზე და დეპუტატთა რაოდენობაზე.

ბიძინა ივანიშვილს არ უნდა ჰქონდეს ბონუსი მიიტაცოს ხელისუფლება და მოახდინოს ძალაუფლების უზურპაცია. ბურთი ხელისუფლების მოედანზეა. იქნებიან გონიერები? – მათი მხრიდან შემოთავაზება იქნება ისეთი რომელიც მოგვცემს საშუალებას სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. არა? – ჩვენ არ დავტოვებთ მოლაპარაკების მაგიდას, რისი დიდი სურვილიც აქვს ბიძინა ივანიშვილს, უარს არ ვიტყვით ქუჩის პროტესტზე რომელიც სულ უფრო და უფრო მწვავე იქნება. ივანიშვილს მაინც მოუწევს წასვლა სხვაგვარად ამ პოლიტიკური კრიზისის დაძლევა შეუძლებელია”- თქვა ქარდავამ.