გორის მე-10 სკოლიდან ბავშვის გატაცება სცადეს – “ბავშვმა დაინახა, არაბულად ჩაცმულები იყვნენო და სახლისკენ დაიქცა” – ვიდეო

გორის მე-10 სკოლიდან ბავშვის გატაცება სცადეს - "ბავშვმა დაინახა, არაბულად ჩაცმულები იყვნენო და სახლისკენ დაიქცა" - ვიდეომოსწავლის გატაცების შესაძლო მცდელობა იყო 6 დეკემბერს გორის მე-10 საჯარო სკოლასთან.

ამის შესახებ “თრიალეთი” წერს.

მშობლების ინფორმაციით, მოსწავლის გატაცებას, რომელიც სავარაუდოდ, ამავე სკოლის პედაგოგის შვილია, უცხოელი მამაკაცი ცდილობდა. შემთხვევა  დაახლოებით, 12 საათზე მოხდა.

სკოლის დირექტორი, გელა ჯაფარიძე ამბობს რომ სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია,  მოსწავლეები და მათი მშობლები კი ,,თრიალეთთან” საუბრისას აცხადებენ რომ, მასწავლებლებმა მოსწავლები გააფრთხილეს სკოლის შენობა არ დაეტოვებინათ, მშობლები კი გასაფრთხილებლად და მოსწავლეების სკოლიდან წასაყვანად დაიბარეს.

“ბავშვმა დაინახა, არაბულად ჩაცმულები იყვნენო და შეეშინდა და გაიქცა სახლისკენ. კარი გააღეს სამარშრუტო ტაქსის და შეიძლება პანიკაა, არ ვიცი. დღეს დილით 12 საათზე მომხდარა ეს ამბავი, მშობლები მოვიდნენ შვილების წასაყვანად და რომ მოვედი სკოლაში მითხრეს, ასეთი სიტუაციააო”, – უთხრა “თრიალეთს” ერთ-ერთმა მშობელმა.

“მანქანით იქვნენ თეთრით, მარშრუტკა იყოო და იქიდან გადმოვიდნენ და გაეკიდნენ სახლამდეო”, _ თქვა ერთმა მოსწავლემ.

შსს-ს ინფომაციით, მათთან ბავშვის გატაცების მცდელობის შესახებ ამ დრომდე არავის მიუმართავს.