ბიძინა ივანიშვილი – „მერჩივნა, პოლიტიკოსის ნაცვლად, მებაღე ვყოფილიყავი“

ბიძინა ივანიშვილი - „მერჩივნა, პოლიტიკოსის ნაცვლად, მებაღე ვყოფილიყავი“გამოცემა ბლუმბერგთან ინტერვიუში, სადაც ბიძინა ივანიშვილი თბილისში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე საუბრობს, აცხადებს, რომ პოლიტიკოსობას ერჩივნა მებაღე ყოფილიყო.ჰუგო მილერისა და ჰელენა ბედველის სტატიაში საუბარია მილიარდერის გადაწყვეტილებაზე, რომელმაც საქართველოს მოქალაქეები ქუჩაში გამოიყვანა, ხოლო მიმდინარე მოვლენები ივანიშვილსა და მის პარტიას კოშმარებით ემუქრება.

„რომ გვქონოდა არჩევანი ქართულ ოცნებასა და ნებისმიერ სხვას შორის, გარდა ნაციონალური მოძრაობისა, წავიდოდი და ვეღარ მნახავდით ვერც პოლიტიკაში ან პარლამენტში… ჩემს სოფელს არ დავტოვებდი… მერჩივნა, პოლიტიკოსის ნაცვლად, მებაღე ვყოფილიყავი“ – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.