ბორის ჯონსონმა მოსახლეობას რძე დაურიგა

ბორის ჯონსონმა მოსახლეობას რძე დაურიგაბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა დასავლეთ იორკშირის მოსახლეობას რძე დაურიგა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ბორის ჯონსონმა “რძის დამტარებელი კაცის” როლი წინაასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ქვეყანაში დაგეგმილ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე მოირგო.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ “კონსერვატორები” თითოეული ხმისთვის იბრძვიან, ვინაიდან არსებობს იმის რისკი, რომ პარლამენტში უმრავლესობა ვერც ერთმა ძალამ ვერ მოიპოვოს.

„არ შეიძლება ქვეყანაში გვქონდეს მეტი პასიურობა, გაჭიანურება, პარალიზება,“ – განაცხადა ბორის ჯონსონმა და დასძინა, რომ „ლეიბორისტების“ პოლიტიკა ქვეყნისთვის „ეკონომიკური კატასტროფა“ იქნება.

„ჩვენ წინ უნდა ვიაროთ, ჩვენ გვაქვს ფანტასტიკური დღის წესრიგი ქვეყნისთვის, ჩვენ შეგვიძლია „ბრექსითის“ განხორციელება“,- განაცხადა ბორის ჯონსონმა.

იპნ