ჩხუბი ”ოცნების” ოფისთან – 2 ადამიანი დაშავდა

ჩხუბი ”ოცნების” ოფისთან - 2 ადამიანი დაშავდა“ქართული ოცნების” ოფისთან დაპირისპირებაა – მოძრაობა “სირცხვილიას“, “შეცვალეს” და “გაბედეს“ წევრებმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს.

როგორც აქტივისტები ამბობენ, ოფისთან “ქართული ოცნების“ ძალადობრივი ქმედებების გასაპროტესტებლად მივიდნენ, ტერიტორიაზე იმყოფებიან მმართველი პარტიის მხარდამჭერებიც.

სამოქალაქო აქტივისტები მოუწოდებენ სამართალდამცველებს დააკავონ ე.წ. კონტრაქციის წევრები, რომლებიც, მათი თქმით, ფიზიკური დაპირისპირების გამოწვევას ცდილობენ.

სამოქალაქო აქტივისტებმა “ქართული ოცნების“ ოფისი ფანჯრებს სტიკერები წარწერით – “სირცხვილია“ მიაკრეს.

ფიზიკური დაპირისპირების დროს, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ორი ადამიანი დაშავდა, ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადით საავადმყოფოში გადაიყვანეს.