დეკემბერში “ოცნებას“ 1.3 მილიონი ლარი შესწირეს

დეკემბერში “ოცნებას“ 1.3 მილიონი ლარი შესწირესპარტია „ქართულმა ოცნებამ“ ბოლო ერთ თვეში 1.3 მილიონი ლარის შემოწირულობა მიიღო. მონაცემები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.

მმართველი პარტიის შემომწირველთა შორის, ძირითადად, ბიზნესმენები არიან.

ფიქსირდება თანხის ჩარიცხვა იურიდიული პირებისგანაც – 100-100 ათასი ლარი ჩაურიცხეს „ქართულ ოცნებას“ კომპანიებმა „ორთაჭალა კასტელომ“ და „ნატურალი 7“-მა.