ედისონ კავანი თითქმის ატლეტიკოს ფეხბურთელია

ედისონ კავანი თითქმის ატლეტიკოს ფეხბურთელიაპსჟ-ს ფორვარდს ედისონ კავანის გუნდიდან წასვლა სურს, რადგან მან ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და მწვრთნელი მას არ ენდობა. კავანის მადრიდის ატლეტიკო ეპატიჟება და თვითონ ფორვარდიც თანახმაა რომ კარიერა ატლეტიკოში გააგრძელოს. იანვარში ეს ტრანსფერი ოფიციალური გახდება და ატლეტიკო პსჟ-ს 40 მილიონს გადაუხდის, თუმცა თანხა შესაძლოა შეიცვალოს.

კავანი წლების მანძილზე პსჟ-ს ლიდერი იყო, მაგრამ ნეიმარის და მბაპეს მოსვლის შემდეგ გუნდში სიტუაცია შეიცვალა და კავანიმ სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა.