ერნესტო ვალვერდემ თავისი გუნდი გააკრიტიკა

ერნესტო  ვალვერდემ თავისი გუნდი გააკრიტიკაბარსელონას და რეალის დაპირისპირება ფრედ 0:0 დასრულდა. ეს იყო პირველი შემთხვევა 2002 წლის შემდეგ როდესაც ამ გუნდების დაპირისპირებაში გოლი არ გავიდა. მატჩის შემდეგ ბარსელონას მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ განაცხადა რომ ბარსელონამ ვერ შეძლო სათანადო დონეზე თამაში:

”რეალმა კარგად ითამაშა და მათ სივრცეები გადაგვიკეტეს, რის გამოც ბურთს სწრაფად ვერ ვამოძრავებდით. ბარსას უფრო მეტი მოეთხოვება. ვფიქრობ რომ ფრე სამართლიანი შედეგი იყო, რადგან წაგება არცერთ გუნდს არ დაუმსახურებია”.