“ქართული ოცნების” წევრმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტში მიმდინარე ევაკუაციაში ოპოზიცია დაადანაშაულა.
მისი თქმით, აღნიშნული ქმედებები ცუდად მოფიქრებული დესტრუქციაა, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” მიერ არის მოფიქრებული.
“საქმე გვაქვს ყველაზე მდაბიოი საქციელთან რაც შეიძლება მოიფიქროს ადამიანის გონებამ, ნაცმოძრაობა თავისი სატელიტი პარტიებით თუ მოძრაობებით დღეს დამთავრდა. ბოდიში მაყურებელთან ასეთი ბანძი და გოიმური მოქმედებებით არ ვიცი რა ვუწოდო, მაგრამ იმდენად მდაბიო და სასაცილო საქციელი ჩაიდინეს, რომ დამთავრდნენ ამას არც ბავშვობა ჰქვია, არც პერფორმანსი და არაფერი ამას არ ჰქვია, ამა ჰქვია ცუდად მოფიქრებული დესტრუქცია ისეთი დაბალი ხარისხის, რომ შემიძლია გითხრათ, რომ “ევროპული საქართველოს” ორი დეპუტატი შრფით ხელში და ამას აუცილებლად დაადგენენ მაგრამ, როდესაც ალერგიული ადამიანი და ძალიან ცუდად არის ახლა ოთახში ამაზეც აიღებს პასუხისმგებლობას ვიღაც “სირცხვილია” ? ” – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

