გია ვოლსკი – ”ვაჟა გაფრინდაშვილის ნაბიჯი ნამდვილად ვაჟკაცურია და ღირსეული ადამიანის ნაბიჯია”

გია ვოლსკი - ”ვაჟა გაფრინდაშვილის ნაბიჯი ნამდვილად ვაჟკაცურია და ღირსეული ადამიანის ნაბიჯია”პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვაჟა გაფრინდაშვილის საოკუპაციო ხაზთან წასვლა გამიზნულია, მისი ნაბიჯი ვაჟკაცურია. ამის შესახებ ვოლსკიმ თბილისის საკრებულოს წევრის ერეკლე კუხიანიძის გუშინდელი განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

მისი თქმით, გაფრინდაშვილის დაკავების საკითხით საქართველოს პოლიტიკური მხარდაჭერა კიდევ უფრო გაიზარდა.

“ჩემი აზრი პრინციპულად განსხვავდება. შეიძლება ვინმეს ეგონოს, რომ ეს ადამიანი წავიდა და საკუთარი პირადი ინტერესებით გააკეთა ის, რაც გააკეთა, მაგრამ მე მეჩვენება, რომ თუნდაც გამიზნული იყოს ეს, საბოლოო მიზანი არის ის, რომ ის პოლიტიკური მხარდაჭერა, რაც ჩვენს მთავრობას, ქვეყანას აქვს, კიდევ უფრო გაძლიერდა საზოგადოების მსოფლიო დონეზე მხარდაჭერით და კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა გაიგო იმ უსამართლობის შესახებ, რაც საქართველოში ხდება. საქართველოს ისტორიაში გვაქვს ასეთი შემთხვევები, რაც კარგად დარჩა ჩვენს მეხსიერებაში. ვაჟა გაფრინდაშვილის ნაბიჯი, ვფიქრობ, ორი რაკურსით შეიძლება დავინახოთ. რომც ვთანხმდებოდეთ, რომ ეს განგებ იყოს გაკეთებული, ეს ნაბიჯი ნამდვილად ვაჟკაცურია და ღირსეული ადამიანის ნაბიჯია”, – განაცხადა ვოლსკიმ.

იპნ