“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას თქმით, აეროპორტში მომხდარი ინციდენტის საქმეზე, რომლის ფარგლებშიც ბრალი თავად პოლიტიკოსს წაუყენეს, პროკურატურა აღკვეთის ღონისძიებად 5 000 ლარის გირაოს შეფარდებას და პასპორტის ჩამორთმევას ითხოვს.
ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“აი თურმე რატომ დადგეს ეს უნიჭო და ძალადობრივი სპექტაკლი. მომიგზავნეს ზონდერი ბადრი (საბა) გავაშელიშვილი, რომელიც შტატიანი შნირი აღმოჩნდა. 16 ნოემბერს აქციის მონაწილეებს არბევდა. ეს სუბიექტი ვალებში იხრჩობა. ლუდომანია, თამაშობს. შესაბამისად სუსმა მოიგდო და გახდა მონა-ჯალათი. პასპორტის ჩამორთმევა ნდომებიათ” – წერს უგულავა.