გიორგი ვაშაძე შსს-ს შენობაში გადაიყვანეს

გიორგი ვაშაძე შსს-ს შენობაში გადაიყვანეს„ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ამჟამად კახეთის გზატკეცილზე მდებარე შსს-ს შენობაში ჰყავთ გადაყვანილი, – აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარტია „ახალი საქართველოს“ პრესსამსახურიდან აცნობეს.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე სამართალდამცავებსა და „ახალი საქართველოს“ ლიდერ გიორგი ვაშაძეს შორის დაპირისპირება მოხდა. სამართალდამცავებმა გიორგი ვაშაძე საპატრულო პოლიციის მანქანაში ჩასვეს და ტერიტორიიდან გაიყვანეს. მასთან ერთად სამართალდამცავებმა კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს.

იპნ