გიორგი ვაშაძე – ვაჟა გაფრინდაშვილმა ბოლომდე შეინახა ქვეყნის ნამუსი

გიორგი ვაშაძე - ვაჟა გაფრინდაშვილმა ბოლომდე შეინახა ქვეყნის ნამუსიოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე საზოგადოებას ვაჟა გაფრინდაშვილს ულოცავს გათავისუფლებას.

„ვულოცავ პირადად ვაჟა გაფრინდაშვილს, მის ოჯახს. ვულოცავ ყველა ადამიანს, ვინც მხარს უჭერდა და გულშემატკივრობდა ამ ადამიანს და უნდა გვესმოდეს, რომ მან მართლაც გმირული საქციელი ჩაიდინა და ბოლომდე შეინახა ქვეყნის ნამუსი და ღირსება. აქვე, ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რას აკეთებს ხელისუფლება იმისთვის, რომ ხვალ და ზეგ იგივე რამ არ მოხდეს, რომ ისევ იმ საფრთხის წინაშე არ აღმოვჩნდეთ, გაიტაცონ ჩვენი მოქალაქე და ფიზიკური საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს ის. მე აქ მეშინია ყველაზე მეტად, რადგან ჩაივლის ხოლმე რამდენიმე დღე და მერე ისევ ტრიალდება ასეთი პრობლემები. ამას სჭირდება მნიშვნელოვანი პრევენციული ღონისძიებები, რომ არ იყოს სისტემური ადამიანების გატაცება ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, “2020NEWS“-თან საუბარში, “პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშილმა განაცხადა, რომ მისი და დავით თარხან-მოურავის შედეგად გათავისაუფლდა ვაჟა გაფრინდაშვილი.

შეგახსენებთ, ვაჟა გაფრინდაშვილი უკვე თვეზე მეტია, საოკუპაციო რეჟიმის პატიმრობაში იმყოფება. ექიმი 9 ნოემბერს დააკავეს. ოკუპანტები ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. საზღვრის კვეთაში ადანაშაულებდნენ, თუმცა გაფრინდაშვილი ამ ბრალდებას არ აღიარებდა.