გვარდიოლამ სიტის ულტიმატუმი წაუყენა

გვარდიოლამ სიტის ულტიმატუმი წაუყენამანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ გუნდის ხელმძღვანელობას სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მან შესაძლოა სიტი დატოვოს. გვარდიოლა მინიმუმ სამი ფეხბურთელის ყიდვას ითხოვს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია თუ ვინ არიან ეს ფეხბურთელები.

წლევანდელ სეზონს სიტი არასტაბილურად ატარებს და ისინი ლივერპულს უკვე 14 ქულით ჩამორჩებიან. ინგლისურ მედიაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ რომ გვარდიოლამ შესაძლოა სიტი დატოვოს.