ინგა გრიგოლია – ”ვახო სანაიას გინებას არ გავატარებ! კალაძემ ვინმე ერეკლე კუხიანიძის შესახებ კომენტარი გააკეთოს…”

ინგა გრიგოლია - ”ვახო სანაიას გინებას არ გავატარებ! კალაძემ ვინმე ერეკლე კუხიანიძის შესახებ კომენტარი გააკეთოს...”ინგა გრიგოლიამ ფეისბუქში დაწერა:

”დედაქალქის მერი არ მყავს ფრენდებში და Manana Toqmajishvili,ამიტომ გთაგავ შენ, რომ მიაწვდინო ხმა ,იქნებ გააკეთოს კომენტარი საკუთარი თანაგუნდელი საკრებულოს წევრის,ვინმე ერეკლე კუხიანიძის შესახებ, რომელიც თავს ესხმის ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს, აგინებს თავისუფალ მედიას და უშვერი სიტყვებით ილანძღება, ეს რა ფრუქტი გყოლია, ბატონო მერო, გუნდშითქო, გადაეცი და იმედია,მოვისმენთ კახა კალაძის კომენტარს ამ კუხიანიძეზე ,მათ შორის მედიის გინებებზეც, p.s-ჩემზე რეაქცია არ მაქვს, ეს ყიამყრალი კაცები რომ მლანძღავენ, მაგრამ ჩემი არხის ერთ-ერთ მთავარ სახეზე და უმაგრეს ჟურნალისტზე , ვახო სანაიაზე, ამ სიტყვებით დეპუტატისგან წერას, არ გავატარებ!”

“ოცნების” დეპუტატი ერეკლე კუხიანიძე ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს აგინებს – “ან მთელი ოჯახი იდიოტები ხართ, ან პროვოკატორები, თქვენი დედაც! :(((((((“